სასწავლო პროექტები



პროექტის სახელწოდება:     Animals in the Zoo

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  მოსწავლეები ეწვევიან ზოოპარკს, გადაუღებენ სურათებს იქ არსებულ ცხოველებს, შეისწავლიან მათ სახელებს ინგლისურ ენაზე, მოიძიებენ ინფორმაციას მათ შესახებ ინტერნეტში და წარმოადგენენ პრეზენტაციას

პროექტის აქტუალობა:  სახალისო სასწავლო გარემოს შექმნა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის

პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ ჯგუფთან ერთად გააკეთონ პრეზენტაცია ცხოველების შესახებ

მონაწილეთა ასაკი: 10-12

ვადები/ხანგრძლივობა:  12 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს
მოსწავლეები დახვეწენ ჯგუფში მუშაობის პრინციპებს და საპრეზენტაციო უნარებს

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 
კომპიუტერი, ინტერნეტი, ზოოპარკი

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მთავარ იდეას, აუხსნის მათ პროექტის მიზანს და დაყოფს კლასს ჯგუფებად; თითოეული ჯგუფი
მოამზადებს პრეზენტაციას ზოოპარკში არსებული ცხოველების შესახებ ინგლისურ ენაზე.
პრეზენტაცია შეფასდება რუბრიკით;

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

უცხ.დ.VI.27. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან,  მასწავლებელთან თანამშრომლობა.
უცხ.დ.VI.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება
უცხ.დ.VI.21. მოსწავლეს შეუძლია რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დურმიშხან შავიშვილი

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: drshavishvili@gmail.com

პროექტის ბლოგი:  https://durmishkhan.blogspot.com


No comments:

Post a Comment