გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: დურმიშხან შავიშვილი
|
|
საგანი: ინგლისური ენა
|
კლასი:
მეექვსე
|
თემა: Unit
9, Past Simple Passive
Voice- ვნებითი გვარი წარსულ დროში
|
დრო: ..45..წუთი
|
მოსწავლეთა
პროფილი:
17 მოსწავლე, ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე
|
|
გაკვეთილის
მიზანი:
გაკეთილის ბოლოს
მოსწავლეები შეძლებენ:
1.
შეადგინონ ერთი წინადადება ახალი სიტყვის გამოყენებით Word of the Day;
2.
ამოიცნონ ტექსტში 3 წინადადება Past
Simple Passive
Voice - ში;
3.
გამოიყენონ Past Simple Passive
Voice მათ
მიერ შექმნილ ერთ წინადადებაში
|
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
უცხ.დ.V.12. მოსწავლეს შეუძლია წინადადების სტრუქტურის
დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული
ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.
უცხ.დ.V.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ.V.24. მოსწავლეს აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება დაბრკოლებების მიმართ.
უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
|
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარჩვევები:
Past
Simple active, Past Participle, irregular and regular verbs
|
|
შეფასება
და თვითშეფასება:
განმავითარებელი შეფასება - მცირე დაფა უკუკავშირისათვის
(ყოველი აქტივობის შემდეგ)
|
|
სასწავლო
მასალა და რესურსები:
სახელმძღვანელო English World 5,
დაფა, ცარცი. ლეპტოპი, პროექტორი, სურათები, ბარათები, პოსტერები
|
|
მოსალოდნელი
საფრთხე და მათი გადაჭრის გზები:
ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, გამოვიყენებ
პოსტერსა და დაფას Past Simple Passive Voice - ის ახსნის დროს.
|
|
Activity 1: Warm up-
3 min
აქტივობის
მიზანი: წინარე ცოდნის
გააქტიურება
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მიესალმება მოსწავლეებს და უსვამს სხვადასხვა
შეკითხვას ამინდის, რიცხვის, კვირის დღეების, ყოველდღიული საქმიანობის და ა. შ. შესახებ.
მაგალითად,
რა რიცხვია დღეს? ვინ აკლია? როგორი ამინდია? რა დღეა
დღეს? რამდენი გაკვეთილი გაქვთ ოთხშაბათს? და ა. შ. ამის შემდეგ ის აცნობს
მოსწავლეებს საგაკვეთილო დღის მიზნებს.
Activity
2: Word of the Day (დღის სიტყვა)– yawn – 4 min
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეთა ლექსიკური
მარაგის გამდიდრება და პრაქტიკული გამოყენება
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი დაასახელებს ახალ სიტყვას და დაწერს დაფაზე;
შემდეგ შეეცდება აუხსნას სიტყვის მნიშვნელობა ინგლისურ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ
მოსწავლეები ვერ გაიგებენ ამ სიტყვის მნიშვნელობას, მასწავლებელი აუხსნის მათ მშობლიურ
ენაზე. შემდეგ მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება შეადგინონ წინადადებები ამ სიტყვის
გამოყენებით და ზეპირად წარმოთქვან წინადადებები.
Activity
3: Past Passive Voice ახსნა – 15 min
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან ვნებითი გვარის სტრუქტურას
და გამოიყენებენ Past Passive Voice-ს წიანდადებებში.
აქტივობის
აღწერა: პრეზენტაციის ან პოსტერის საშუალებით მასწავლებელი ხსნის ვნებით გვარს მოსწავლეთა
ჩართულობით - გამოყენებული მეთოდი „სწავლა კეთებით“ (ჯონ დიუი).
მასწავლებელი დგება კლასის წინაშე და აგდებს კალამს
მაგიდაზე. შემდეგ ეკითხება რომელიმე მოსწავლეს რა გავაკეთე? წინადადებას წერს დაფაზე.
შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს აღწერონ იგივე მოქმედება და დაიწყონ წინადადება „A
pen ... „. მოსწავლეები შეეცდებიან გამოიყენონ წარსული დრო. თუმცა მასწავლებელი ახსენებს
მათ, რომ კალამი ვერ შეასრულებს მოქმედებას და ასეთ შემთხვევაში საჭიროა ვნებითი
გვარი. ამის შემდეგ მასწავლებელი უბრუნდება პრეზენტაციას და აგრძელებს ვნებითი გვარის
ახსნას.
Activity
4: ბარათების გამოყენებით წინადადების შედგენა – ჯგუფური
მუშაობა 10 min
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეების
მიერ ვნებითი გვარის წინადადების შედგენა სტრუქტურის დაცვით
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები ჯგუფებში წინასწარ დარიგებული ბარათების
მეშვეობით შეადგენენ წინადადებებს და გაუზიარებენ
სხვა ჯგუფის წევრებს.
Activity
5: ვნებითი გვარის წინადადების მოძებნა ტექსტში (კონკრეტული
ინფორმაციის მოძიება) – ინდივიდუალური მუშაობა 5 min
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები
შეძლებენ იპოვონ წინადადებები Past Passive Voice-ის გამოყენებით.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებს დაურიგდებათ ტექსტი და ისინი მოიძიებენ
ვნებითი გვარის ფორმებს და მონიშნავენ ხაზგასმით (3 წინადადება). დროის
გასვლის შემდეგ გაუზიარებენ თანაკლასელებს.
Activity 6. შეფასება/თვითშეფასება - „გასასვლელი
ბარათები“ 5 min
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები
მიიღებენ უკუკავშირს მათ საგაკვეთილო
პროცესში მიღწეული შედეგების შესახებ. მასწავლებელი ადგენს მოსწავლეთა საჭიროებებს
„გასასვლელი ბარათები“-ს გამოყენებიტ.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი აძლევს როგორც დადებით შეფასებას,
ასევე კონსტრუქციულ უკუკავშირს და სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ „სასასვლელი ბარათები“.
|
|
საშინაო
დავალება: მოსწავლეებს დაურიგდებათ საშინაო დავალებისათვის მასალა
სავარჯიშოებით ვნებით გვარში და მიეცემათ შესაბამისი განმარტება; სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეს მიეცემა შესაბამისი დავალება. – 2 min
|
აქტივობა
|
ძალიან
კარგად შევასრულე
|
კარგად
შევასრულე
|
ნაწილობრივ
შევასრულე
|
მჭირდება
დამატებით მუშაობა
|
აქტივობა
4
|
|
|
|
|
აქტივობა
5
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment